საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, კვირას, 30 ივნისს, ყოველთა წმინდათა კვირიაკეს და წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაილოცებიან აბიტურიენტები.
მათივე ცნობით, ღვთისმსახურება დილის 10 საათზე დაიწყება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები პირველ გამოცდას 3 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ, საგამოცდო პროცესი კი 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.