სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
,,იწყება უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების პერიოდი. ყველას, ვინც ემზადება ცოდნის მისაღებად და სწავლის გასაგრძელებლად, ვლოცავ და ვუსურვებ წარმატებებს. უფალმა მოგმადლოთ გონიერება და სულიერი ძალა.
კარგი იქნება თუ ახალგაზრდობა, ასევე, სათანადო ყურადღებას დაუთმობს პროფესიულ განათლებასაც, რადგან კოლეჯში სწავლა და პროფესიის დაუფლება მნიშვნელოვანია. ასე რომ, ასპარეზი ფართოა და შესაძლებლობები მრავალგვარი. გეწეოდეთ ღმერთი და თქვენი მფარველი ანგელოზი!",- აღნიშნა პატრიარქმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები პირველ გამოცდას 3 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ, საგამოცდო პროცესი კი 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.