ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი გახარია: ივანიშვილს მთავრობის წარმომადგენელი ჰყავს გაგზავნილი აშშ-ში პერსონალურ შიკრიკად

გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში გაგზავნილი ჰყავს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი „პერსონალურ შიკრიკად“.

ყოფილი პრემიერისა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის განმარტებით, ივანიშვილის წარმომადგენელი ძალოვანი ფიგურაა, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს.

„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ არ ესმით დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს ინსტიტუციური დემოკრატია. მათ მართლა ჰგონიათ, რომ ტრამპი, დემოკრატები იქნებიან თუ რესპუბლიკელები, ეს გრძელვადიან და საშუალოვადიან ამერიკულ სტრატეგიაზე საქართველოსთან მიმართებაში, რაიმეს რადიკალურად შეცვლის - ეს ერთი. ეს ჰგონიათ და კიდევ ჰგონიათ, რომ პოლიტიკად გაწეული ე.წ. საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ, ნუ, ძალოვან ფიგურას რომ აგზავნის შიკრიკად, თავის ფოსტალიონად უცხო ქვეყანაში, ეს ჰგონია ან სწორად, ან თავისი უძლეველობის წარმომსახველად, საოცარია", - ამბობს გიორგი გახარია.