ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიგი წერეთელი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველოში დაგეგმილი ოქტომბრის არჩევნები პრიორიტეტია

ბუქარესტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს და მას 56 ქვეყნის პარლამენტის 300- მდე წარმომადგენელი ესწრება.

მიმდინარე ღონისძიებაში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, როგორც ორგანიზაციის ექს-პრეზიდენტი, მონაწილეობს,

მისი განცხადებით, მიმდინარე სესიაზე უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის, დემოკრატიის, უკრაინაში რუსეთის აგრესიის თემებთან ერთად, განიხილება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ფორმირების საკითხიც.

„მიუხედავად იმისა, რომ წელს ბევრ ქვეყანაში არის არჩევნები, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიების ჩამონათვალში საქართველოში დაგეგმილი ოქტომბრის არჩევნები პრიორიტეტულია. ამის შესახებ ასამბლეის პრეზიდენტმა, ფინელმა დეპუტატმა, პია კაუმამ განაცხადა და ეს საკითხი ეუთო-ს ზაფხულის სესიაზე აქტიური განხილვის საგანია. ეს კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს ე.წ. “ გამჭვირვალობის” კანონის მიღების ფონზე, რაც საარჩევნო გარემოს მძიმე პრობლემების წინაშე აყენებს.

ჯგუფმა მოითხოვა ეუთო-სგან მასშტაბური სადამკვირვებლო მისიის ფორმირება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, განსაკუთრებული აქცენტით მოსალოდნელ ზეწოლასა და ანტიდემოკრატიულ ტენდენციებზე, არჩევნების დღემდე გაცილებით ადრეულ პერიოდში, რაც ძირს გამოუთხრის კენჭისყრის დემოკრატიულობას"- განაცხადა წერეთელმა.