ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გია ვოლსკის თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღება არჩევნების მოახლოებას არ უკავშირდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, დიდი ხანია მმართველი გუნდში „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღებაზე საუბარი მიმდინარეობს და ეს გადაწყვეტილება არჩევნების მოახლოებას არ უკავშირდება.

მისივე თქმით, თუ ადამიანი ამნისტიით გარეთ გამოვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ან მისი ოჯახის წევრები ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემენ.
„2012 წლამდე იყო, როცა ადამიანის პატიმრობით ხმებზე ვაჭრობა ხდებოდა - ჩვენ ეს პერიოდი გავიარეთ. ამნისტია მიღება კარგი ჟესტია. თავიდან ამნისტიის ინიციატივა “გირჩს“ ეკუთვნოდა, თუმცა დიდი ხანია, რაც გუნდში მუშაობა მიდის. ახლა ვერ დავადასტურებ, თუ კონკრეტულად, რა მუხლებზე გავლენ.

ნუ დავუკავშირებთ ამას წინასაარჩევნო პერიოდს, ვინაიდან, თუ ადამიანი ამნისტიით გარეთ გამოვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ან მისი ოჯახის წევრები ხმას “ქართულ ოცნებას“ მისცემენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი იქნება ინიცირებული და უკვე მომზადებულია შესაბამისი მუხლების სია, რომელზეც ამნისტია გავრცელდება.