ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „აგენტების კანონის“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენა ხვალ იქნება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენა იქნება ხვალ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება.

„დღესაც ყველა შესაძლებლობა ჰქონდათ, თუ ვინმეს რედაქციული შენიშვნა ჰქონდა, დაეფიქსირებინა, მაგრამ არც კი მოვიდნენ კომიტეტის სხდომაზე, არც კი შემოვიდა ის ხალხი, ვინც კონკრეტულ საკითხებზე აპელირებდა და ავრცელებდა დეზინფორმაციას“, განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა.