„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის თავმჯდომარე კონგრესმენ ჯო უილსონს და სენატორ რობერტ უიკერს შეხვდა.
თინა ბოკუჩავამ მადლობა გადაუხადა კონგრესმენ უილსონს და სენატორ უიკერს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი „მეგობარი აქტის“ და სენატში ქართველი ხალხის აქტის ინიცირებისთვის.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ სიკეთეებზე, რომელსაც მეგობარი აქტი ითვალისწინებს, მათ შორის აშშ-თან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას და მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.