კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება - ის, რომ არსებობს მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს მთელი საქართველოა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება. შეთავაზება არის, მათ შორის, რომ თუ აქვთ საგნობრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, დაგვიბრუნდნენ საგნობრივი შენიშვნით. ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. ეს პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ხვალ განიხილავენ.