ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სალომე სამადაშვილი: მმართველი პარტია ხალხს ატყუებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება

მმართველი პარტია, ზუსტად რუსული პროპაგანდის ხერხებით, ანტი-ამერიკულ განცხადებებს აკეთებს-ხალხს ატყუებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს,- ამის შესახებ ,,ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დოკუმენტი სინამდვილეში, საქართველოს სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს.

,,სიმართლე სხვაა - ეს დოკუმენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამავე დროს, უკიდურესად კრიტიკულად აფასებს რუსი ოლიგარქის რეჟიმის მიერ მიღებულ რუსულ კანონს, მოითხოვს, ეუთომ სრული მობილიზაცია მოახდინოს არჩევნების დაკვირვების უზრუნველსაყოფად და საუბრობს დემოკრატიულ გამოწვევებზე საქართველოში. ამიტომ არ უჭერს მხარს დოკუმენტს რუსული დელეგაცია, რომელიც 26 ოქტომბრამდე ჯერ ისევ საქართველოს სახელით საუბრობს ამ ფორუმზე",- წერს სამადაშვილი.

„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასამბლეა რუსეთის თამაშს თამაშობს.