ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ქადაგიშვილი კობახიძის მიმართ შეძახილებზე: ეს ყველაფერი დაორგანიზებული იყო

ეს ყველაფერი დაორგანიზებული იყო, - ასე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი გუშინ, თავისუფლების მოედანზე, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ ხალხის ნაწილის მხრიდან წამოსულ უარყოფით შეძახილებს.

ქადაგიშვილის თქმით, არის საზოგადოების ნაწილი, რომელთა ნომერ პირველი ამოცანა რევანშია.

,,არის სიძულვილის მთესველთა, ,,ჰეითერების“ ჯგუფი, რომელთა მიზანია ნებისმიერი სახალხო ზეიმი ან ქვეყნის წარმატება ნეგატივად აქციოს. ეს ადამიანები, რომელთაც აჟიოტაჟი ატეხეს, ორგანიზებულად, ერთ პატარა ჯგუფად იდგნენ, თუმცა საზოგადოება ამას არ აჰყვა. არის საზოგადოების ნაწილი, რომელთა ნომერ პირველი ამოცანა არის რევანში. მათ საერთო ეროვნული ამოცანები არ გააჩნიათ. ქვეყნის ნებისმიერი წარმატება რამენაირად რაიმე ნეგატივში უნდა გადათარგმნონ და ჰყავთ გარემოცვა, რომელთა მეშვეობით ამ ნეგატივის წარმოჩენას მოახერხებენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რეალურად ვის რა ამოძრავებს ამ ქვეყანაში და ვის რა მიზანი აქვს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.