„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გვერდში უდგას ქართველ ხალხს.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ აშშ გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას, რომელსაც დღემდე ასრულებს - ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერა.
,,ვულოცავ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დამოუკიდებლობის დღეს!
აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გვერდში უდგას ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში.
მუდმივად იბრძვის და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის გზაზე და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას რომელსაც ის დღემდე ასრულებს - ეს არის დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერა, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა და ერების თავისუფლებისთვის ბრძოლა", - წერს ჯაფარიძე.