საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დღეს, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე შეხვედრას ჩაატარებს.
ჩვენი გუნდი ფილიპინების ნაკრებს დაუპირისპირდება. ლატვიისა და ფილიპინების შეხვედრაში დაფიქსირებულმა მოულოდნელმა შედეგმა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა დაამძიმა.
ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდს დღეს მინიმუმ 19-ქულიანი სხვაობით სჭირდება გამარჯვება, იმისთვის რომ, ასპარეზობა მომდევნო ეტაპზე გააგრძელოს.
შეხვედრა რიგაში 16:30 დაიწყება.