„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის წევრებმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას, ხოლო პოლიტსაბჭოსი- ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.
გადაწყვეტილება ოფიციალურად 8 ივლისს გაფორმდება.
„დღეს შეიკრიბა პოლიტიკური საბჭო, რომელიც 8 ივლისს, ყრილობაზე კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, დაამტკიცებს. შესაბამისად, მზად ვართ, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის.
[სხვა პარტიებთან ერთობაზე] ინფორმაცია 8 ივლისს ექნება საზოგადოებას. დიდ ერთობაში „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად შეძლებს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებას. არც ერთი დღე და არც ერთი წამი არ უნდა დაიკარგოს",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.