ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ეგზიტპოლის თანახმად, თემთა პალატაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი კირ სტარმერი გახდება

ეგზიტპოლის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტული პარტია“ ლიდერობს.

როგორც „სიენენი“ წერს, თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი, კირ სტარმერი გახდება.

ამავე შედეგებით, კონსერვატიულმა პარტიამ 131 მანდატი მოიპოვა.

ეგზიტპოლის თანახმად, თემთა პალატაში ლიბერალ დემოკრატებს 61 წარმომადგენელი ეყოლება, პარტია Reform UK-ს - 13 ადგილი ექნება. რაც შეეხება შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას, ის 10 მანდატით იქნება წარმოდგენილი.