ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კაცს, რომელიც ბათუმში, პარაშუტიდან ჩამოვარდა, საავადმყოფოდან დღეს გაწერენ

კაცს, რომელიც ბათუმში, პარაშუტიდან ჩამოვარდა, სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს გაწერენ. მკურნალი ექიმის თქმით, დაშავებულს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პარაშუტიდან კაცის მეუღლეც ჩამოვარდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა. ქალს, სავარაუდოდ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, გული გაუსკდა. შემთხვევას წინ უეცრად მოვარდნილი ძლიერი ქარი უძღოდა, რაც რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.

ინციდენტი შუა ზღვაში მოხდა, სწორედ ამიტომ ფაქტს კონკრეტული თვითმხილველი არ ჰყავს. მცურავი საშუალების მფლობელი და მასთან დაკავშირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზღვაზე გასართობი საშუალებების რეგულარული მონიტორინგი არ ხდება, ამ მიმართულებით სპეციალიზებული მაკონტროლებელი უწყებაც არ არსებობს.

დაშავებული და გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: სულხან მესხიძე