თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ „აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე 14 მაისს დაკავებული არასრულწლოვანის, გიორგი მელიქიშვილის საქმის განხილვა დაასრულა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეს პოლიცია ორ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წვრილმან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო კი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დასაკისრებელი სახდელის ერთ-ერთი ფორმაა.