საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს.
„მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს, მათ შორის კიევზე, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი დაიღუპა და 125 კი დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, რომლის ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
Strongly condemn today’s missile attacks across 🇺🇦 cities, including in #Kyiv that hit a children’s hospital. This once again clearly illustrates the brutal methods and the tragic consequences of Russia’s war against #Ukraine
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) July 8, 2024