ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33 -მდე, ხოლო დაშვებულთა 140-მდე გაიზარდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ბოლო მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 22 კიევში, 11 დნეპროპეტროვსკის ოლქში.

140 დაჭრილიდან - 74 კიევში, ორი კიევის ოლქში, 64 დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ნანგრევებიდან ამოიყვანეს 19 ადამიანი - 11 კიევში და 8 დნეპროპეტროვსკის რეგიონში.

დაბომბვების ადგილას სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ნანგრევებში კიდევ ეძებენ ადამიანებს.