ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშები გმობს და აცხადებს, რომ ვაშინგტონში 9-11 ივლისს გასამართ ნატო-ს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„რუსეთი უკრაინაში თავის სასტიკ ომს აგრძელებს. სწორედ დღეს, უკრაინის ქალაქებზე საშინელი სარაკეტო თავდასხმების მოწმენი გავხდით, რომელთა შედეგადაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ. ამ საზარელ თავდასხმებს ვგმობ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33 -მდე, ხოლო დაშვებულთა 140-მდე გაიზარდა.