TV 24-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის.
საქართველოს პრეზიდენტს უკვე აქვს აქტიური მოლაპარაკებები პოლიტიკოსებთან და ახალი გაერთიანების პრეზენტაციაც რამდენიმე დღეში იგეგმება.
ჩვენი ინფორმაციით, უკვე დადასტურებულია, რომ ახალ პარტიაში ვიხილავთ ეკა ბესელიას, შოთა შალელაშვილსა და თამარ ჩუგოშვილს. ასევე TV 24-ის ინფორმაციით, აქტიური მოლაპარაკებებია გიორგი მარგველაშვილთან, კახა კუჭავასთან და ანა დოლიძესთან.