ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბექა დავითულიანი: „ნაცმოძრაობის“ შანსები სახელის ცვლილებით არ შეიცვლება - ბეთქილი რომ დავირქვა, რა შეიცვლება ჩემში?

„ნაციონალური მოძრაობის“ შანსები სახელის ცვლილებით არ შეიცვლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი პლატფორმა სინამდვილეში, სასაცილო ,,განახლებაა".

„გუშინ სასაცილო განახლება მოახდინეს. რა განახლდა? არმაზ ახვლედიანი მივიდა, რომელიც ყველა პარტიაში იყო, კორძაია ისედაც მათი სიით გავიდა. მათი შანსები სახელის ცვლილებით არ შეიცვლება, მძიმე მემკვიდრეობას ვერ ჩამოირეცხავენ. ბექა მქვია და ბეთქილი რომ დავირქვა, რა შეიცვლება ჩემში?“, – აღნიშნა დავითულიანმა.

ახალი პოლიტიკური პლატფორმის - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრები წარადგინა.