ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხათუნა სამნიძე: ვფიქრობ, „რესპუბლიკური პარტია“ ჩართული იქნება მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“

,,რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ძალიან მალე გახდება ცნობილი, რომელ პოლიტიკურ ცენტრში იქნება „რესპუბლიკური პარტია“.

სამნიძე ფიქრობს, რომ პარტია ჩართული იქნება მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“.

"დაიწყო მოლაპარაკებები, რა პროცესშიც ,,რესპუბლიკური პარტიის" სახელით ვერთვები. ჩავერთვები საარჩევნო პროცესში, დავგეგმავთ კამპანიას. ძალიან მალე გახდება ცნობილი თუ სად, რომელ პოლიტიკურ ცენტრში იქნება "რესპუბლიკური პარტია.

ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ჩართული ვიქნებით მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“, - აღნიშნა სამნიძემ.