მიხეილ სააკაშვილმა 1992 წელს კიევში დაამთავრა უმაღლესი და ამერიკაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. რა სტატუსით შეიძლებოდა ჩაეტანა გაწევრიანების მოთხოვნა ეუთო-ში?, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სააკაშვილს წვრილმანი ტყუილებისა და ბაქი-ბუქის გამო, არასერიოზულად უყურებენ.
„რა უცნაური კაცი ხარ, მიშა! უამრავი საქმე გაქვს გაკეთებული, ძალიან კარგი საქმეც და ძალიან ცუდიც.
1992 წელს კიევში დაამთავრა უმაღლესი და ამერიკაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. რა სტატუსით შეიძლებოდა ჩაეტანა გაწევრიანების მოთხოვნა ეუთო-ში?საფოსტო მტრედის სტატუსით?
ამ წვრილმანი ტყუილების და ბაქი-ბუქის გამო, არასერიოზულად გიყურებენ და ვისაც არ ეზარება, „ქოცებიც“ და ყოფილი მეგობრებიც, ყველა გეკაიფება. სამწუხაროა“, – წერს ვახტანგ მეგრელიშვილი.
რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრეზიდენტმა დაწერა: „ვამაყობ, რომ 1992 წელს საქართველოს ეუთო-ში გაწევრიანების მოთხოვნა სწორედ მე ჩავიტანე, რაც გახდა დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების პირველი შემთხვევის საფუძველი“.