დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ჩვენი სხვა პარტნიორების მსგავსად, გაერთიანებული სამეფო ძირეულად ეწინააღმდეგება ამ კანონს, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა, ნუსრატ განიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოდან კადრები შოკისმომგვრელია.
„როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ...
ეს კანონი და თანმხლები, დაგეგმილი ქმედებები რომელთა მიზანია აქციის მონაწილეთა დაშინება, არ შეესაბამება ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
როგორც დღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩთან საუბრისას აღვნიშნე, ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ახლა მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეცვალოს გეზი და გაიწვიოს ეს კანონი“, - აღნიშნა განიმ.