„ქართულ კოშმარს“ არ ესმის ძირითადი ევროპული თავისუფლებები, „პუტინის კანონის” შემოღებით ისინი ამ თავისუფლებებს მათთვის უცხოდ აცხადებენ.
ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტიის ასეთი ქმედება „პუტინიზმს“ ნიშნავს.
„ქართულ კოშმარს” არ ესმის ძირითადი ევროპული თავისუფლებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების კოპენჰაგენის პირველი კრიტერიუმი - დემოკრატია - დაწყებული შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებით. „პუტინის კანონის” შემოღებით ისინი ამ თავისუფლებებს მათთვის უცხოდ აცხადებენ. ეს პუტინიზმია“, - აცხადებს პავილიონისი.
Georgian Nightmare does not understand basic European freedoms, including first Copenhagen criteria of membership in the EU - DEMOCRACY - starting with freedom of assembly and speech. By introducing Putin's Law they declare these freedoms FOREIGN to them. It's Putinism. https://t.co/IbgJWy5gvD
— ŽygimantasPavilionis🇱🇹🇺🇦🇺🇸🇹🇼🇮🇱 (@ZygisPavilionis) May 16, 2024