ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაშვილის ვეტოს სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გზას აჩენს.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გზას აჩენს. საქართველოს შეუძლია ეს კანონი უარყოს და ევროპა აირჩიოს,” - წერს ლანდსბერგისი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.
President @Zourabichvili_S veto shows the way out of the storm. Georgia can reject this law and choose Europe. 🇬🇪🇪🇺 pic.twitter.com/AIrJtMtvIz
— Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) May 18, 2024