გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სალომე ზურაბიშვილის მიერ „აგენტების კანონზე“ ვეტოს დადებას ეხმიანება და საქართველოს მთავრობას მიმართავს.
„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოელი აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, გამოიყენეთ შანსი- არ არის ძალიან გვიანი, რუსეთის ნაცვლად ევროპა აირჩიოთ“, - წერს როთი X-ზე.
სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო 18 მაისს დაადო.
President @Zourabichvili_S vetoed the „foreign agent law“. Let’s take the chance, dear Georgian Government. It’s not too late to choose Europa instead of Russia.
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) May 18, 2024
🇬🇪🇪🇺🫶 pic.twitter.com/VNP3rNKOlo