დაახლოებით 800 000 პალესტინელი იძულებული გახდა რაფაჰი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალი“) ღაზის სამხრეთ ნაწილში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელი ავრცელებს.
როგორც ფილიპ ლაზარინი ამბობს, პალესტინელები, რომლებიც საკუთარ სახლებს ტოვებენ, დაუცველები არიან. „ღაზის სექტორში არ არის უსაფრთხო ზონები - არც ერთი ადგილი არ არის უსაფრთხო“, - წერს ლაზარინი
სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, ისრაელმა ასობით ათას ღაზელს, რომლებიც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილებში აფარებდა თავს, მიმართა, რომ იქაურობა დაეტოვებინათ.