ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაკრონი და შოლცი: დამწუხრებულები ვართ საქართველოს მთავრობისა და მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გადაუხვიონ ევროპული გზიდან

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ერთობლივ განცხადებაში ღრმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო.


„საფრანგეთი და გერმანია საქართველოს ერთგული მეგობრები არიან, რაც 2023 წლის დეკემბერში გამოიხატა კიდეც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მხარდაჭერაში. ღრმად დამწუხრებულები ვართ საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გადაუხვიონ ევროპული გზიდან, დათმონ საერთო ევროპული ღირებულებები და წავიდნენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით“, - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.