ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ. როგორც BBC წერს, ინფორმაცის ქვეყნის სახელმწიფო მედია ადასტურებს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან, ირანში ბრუნდებოდა.
პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ.
Iranian rescue teams now transfer the bodies of Iranian officials, including President Raisi and Foreign Minister Amir-Abdollahian, to the downstream areas from the helicopter crash site. pic.twitter.com/GZ5KqWemZP
— Clash Report (@clashreport) May 20, 2024