კონგოში გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ამბოხის ლიდერი - აშშ-ში მცხოვრები კონგოელი პოლიტიკოსი, კრისტიან მალაგა, ამასთან, დაკავებულია 50 ადამიანი, მათ შორის, აშშ-ის სამი მოქალაქე.
როგორც სააგენტო წერს, შეიარაღებული პირები თავს ჯერ პრეზიდენტის შენობას დაესხნენ, შემდეგ კი პარლამენტის წევრის სახლს. დაღუპულია პარლამენტარის დაცვის ორი წევრი და ერთი თავდამსხმელი.