ნიდერლანდების პოლიციამ ამერიკელი რეპერი ნიკი მინაჟი დააკავა. ამის შესახებ BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
მათივე ინფორმაციით, რეპერმა პოლიციასთან კომუნიკაციის ნაწილი გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. მასალაში ისმის ფრაზა ,,დაკავებული ხართ“.
ადგილობრივი პოლიცია კი იტყობინება, რომ დააკავეს 41 წლის ამერიკელი ქალი, რომელიც ეჭვმიტანილია მსუბუქი ნარკოტიკების შენახვაში, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებენ.