ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზვიად ქორიძე: არ შეიძლება საკუთარ ხალხს, საკუთარ მოქალაქეებს გამოუცხადო ბრძოლა - ეს განწირულია

ხელისუფლების პანიკა უკვე გადავიდა ისტერიკაში და ის აუცილებლად დასრულდება ძალიან სასტიკი მარცხით. მართლა არ მაქვს განცდა, რომ ქართული საზოგადოება არის შეშინებული, - ასე ეხმიანება ჟურნალისტი, ზვიად ქორიძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, მოქალაქეებზე ფიზიკურ თავდასხმებს, სატელეფონო ზარებსა და პლაკატების გაკვრას.

„ეს არის მარცხი იმ თავითვე, როდესაც ხელისუფლება ებრძვის საკუთარ მოქალაქეებს. ყველაზე სასტიკი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მათთან ურთიერთობისას ასლან აბაშიძე იყო ჩვენს ქვეყანაში და ვიცით, როგორ დაამთავრა მან ცხოვრება. პოლიტიკურ ცხოვრებას ვგულისხმობ. ის ვერ ჩამოდის საკუთარ სახელმწიფოში და ვერ ცხოვრობს, რადგან არა აქვს არანაირი მორალური უფლება იმ მოქალაქეებს შეხედოს თვალებში, ვის წინააღმდეგაც ის ეწეოდა დაუშვებელი და მიუღებელი მეთოდებით ბრძოლას.

არ შეიძლება საკუთარ მოქალაქეებს მიუქსიო სხვა მოქალაქეები, აცემინო, ფარულად, ტურასავით ჩაასაფრო, მერე რაღაც სატელეფონო ზარები აკეთებინო, მათ შორის ოჯახის წევრებთან, მათ შორის ბავშვებთან, რაღაც სიების კეთებით დაემუქრო. მსგავსი ისტორიები ჩვენ ბევრი გვახსოვს ისტორიიდან და ვიცით, როგორ მთავრდება სიების შემდგენელთა შემდგომი ცხოვრება. ბიძინა ივანიშვილი წავიდა ვა-ბანკზე, წავიდა საკუთარი მოქალაქეების და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ“ - ამბობს ჟურნალისტი TV24-თან.