ამ დღეებში იაპონიაში დაწყებული პარამძლეოსნური თამაშები ქართულმა დელეგაციამ შედეგიანად დაიწყო.
ჩვენმა პარასპორტსმენმა, გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში ოქროს მედალი დაიმსახურა და ამასთან, 2024 წლის აგვისტო-სექტემბერში პარიზში გასამართი პარალიმპიადის ლიცენზიაც მიიღო.