ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი „უიკომ უონდორერსი“ იყიდა

ყაზახეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, მიხეილ ლომთაძე ინგლისის პროფესიული საფეხბურთო კლუბის, „უიკომ უონდორერსის“ საკონტროლო აქციების მფლობელი გახდა. ინფორმაციას თავად გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„პასუხისმგებლობას ვიღებ კლუბზე მისი გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - წერია ინგლისური გუნდის გულშემატკივრებისადმი ლომთაძის მიმართვაში.

Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიის მიხედვით, 48 წლის ქართველი ბიზნესმენი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 581-ე ადგილს იკავებს.