საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წლის პირველი ტესტმატჩი ბათუმში ფიჯისთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 12:21 დამარცხდა.
მატჩის პირველ ნახევარში საქართველო ნაკრებმა მატკავას ჯარიმებით 9 ქულის მოგროვება შეძლო, თუმცა ფიჯიმ მატას და დაკუვაქას ლელოებით ტაიმი 13:9 მოიგო.
დიდი მცდელობის მიუხედავად, მასპინძლებმა ლელოს გატანა ვერც მეორე ნახევარში მოახერხეს. ჩვენმა მეტოქემ კი მეორე ტაიმში დაცვაში უკეთ ითამაშა, ერთი ლელოც გაიტანა და საბოლოოდ ანგარიშით 21:12 მოიგო.