საზღვაო თავდაცვის საკითხებზე ორიენტირებული ინტერნეტგამოცემა Navalnews-ის ინფორმაციით, ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო ხომალდი გაჩერდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში შესული სამხედრო ხომალდი, სავარაუდოდ, Project 22870-ია, რომელიც საბუქსირო-სამაშველო ხომალდად ითვლება, თუმცა სამხედრო ექსპერტების ცნობით, ხშირად გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვისაც, სადესანტო გემების გასაცილებლად და საომარი მოქმედებების დროს სარაკეტო სისტემების გადასატანად.
2022 წლის 17 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულ ზმეინისთან მსგავსი ტიპის (SB-739) ნავი ჩაძირეს, რომელსაც ანტისაჰაერო რაკეტები გადაჰქონდა.
სატელიტური ფოტოებით ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, 4 და 5 ივლისის ფოტოებით კი ის უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში ფიქსირდება.