ევროპის ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელი გერმანიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა, დამატებით დროში 2-1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
დაძაბულ მატჩში ანგარიში 51 წუთზე ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა დანი ოლმომ გახსნა. მატჩის მიწურულს კი, 89-ე წუთზე გერმანელმა ფლორიან ვირტცმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.
სწორედ დამატებითი დრო აღმოჩნდა საბედისწერო გერმანიისთვის - 119 წუთზე ესპანეთის ნაკრებმა მერინოს გოლით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, ჩემპიონატის მასპინძელი კი ტურნირს გამოეთიშ.
ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები 9 ივლისს პორტუგალიასა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.