ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ევრო 2024-ის გახსნით შეხვედრაში გერმანიის ნაკრებმა შოტლანდია 5-1 გაანადგურა

2024 წლის ევროპის ჩემპიონატმა სტარტი აიღო. გახსნით შეხვედრაში მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმა შოტლანდია 5:1 დაამარცხა.

პირველივე ტაიმში გერმანიის უპირატესობა საკმაოდ შესამჩნევი იყო. ტაიმის ბოლოს, შოტლანდია 10 კაცით დარჩა და გერმანია შესვენებაზე 3 ბურთიანი სხვაობით გავიდა.

გოლები გერმანიის ნაკრებიდან მე-10 წუთზე - ფლორიან ვირცმა, მე-19 წუთზე - მუსიალამ, 45-ე წუთზე - კაი ჰავერცმა, 68-ე წუთზე - ნიკლას ფიულკრუგმა და 90-ე წუთზე - ემრე ჯანმა გაიტანეს.

რაც შეეხება შოტლანდიის ერთ გოლს, მისი ავტორიც გერმანელი ანტონიო რუდიგერი აღმოჩნდა, რომელმაც 87-ე წუთზე, ბურთის მოგერიების დროს, ის საკუთარ კარში ჩაჭრა.

პირველი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრებს 3 ქულა აქვს. გერმანიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 19 ივნისს, უნგრეთის ნაკრების წინააღდეგ გამართავს. შოტლანდია კი 19 ივნისს, შვეიცარიას დაუპირისპირდება.