საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ავსტრიულ შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა.
ევრო 2024-ისთვის მოსამზადებელი შეკრების პირველ ვარჯიშში, რომელიც გაინბერგის სტადიონზე გაიმართა, 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ეროვნულ ნაკრებს სხვა ლეგიონერები მომდევნო დღეებში შეუერთდებიან.
ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 9 ივნისს, ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრას მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ, პოდგორიცაში გამართავს.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული.
ეროვნულ ნაკრებს პირველი თამაში 18 ივნისს, 20:00 საათზე ექნება, რა დროსაც, ის თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.