საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა.
ტრავმების გამო, ხოჭოლავას ბოლო 2 წელიწადში 3 ოპერაციის ჩატარება დასჭირდა, თუმცა ფეხბურთელმა რეაბილიტაცია და მწვანე მინდორზე დაბრუნება ვერ შეძლო.
დავით ხოჭოლავამ ეროვნული ნაკრების მაისური 39-ჯერ მოირგო.