ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლოჩოშვილი: ამაყი ვარ, რომ ამ ერთი დიდი ოჯახის წევრი ვარ და ამ ქვეყნის მაისური მაცვია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი სოციალურ ქსელში ერვოპის ჩემპიონატზე წერს და ყველა იმ ადამიანს მადლობას უხდის, ვინ პატარა წვლილი მაინც შეიტანეს საფეხბურთო ისტორიის დაწერაში.

მისივე თქმით, ეამაყება ის, რომ ამ ქვეყნის მაისური აცვია და  დიდი ოჯახის წევრია.

„ამაყი ვარ ამ ისტორიულ პერიოდში თქვენს გვერდით რომ ვითამაშე. ერთად ისტორია დავწერეთ, ჩვენი პატარა ქვეყნის. ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც მინდორზე მომიწია თამაში.

სტაფის, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება. ამაყი ვარ, რომ ამ ერთი დიდი ოჯახის წევრი ვარ. ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივარს ამ ემოციებისთვის, რაც გვაჩუქეს, რაც ერთად გამოვიარეთ. ეს ჩვენი ყველას წარმატებაა.

ამაყი ვარ რომ ამ ქვეყნის მაისური მაცვია, მადლობა“,- წერს ლოჩოშვილი.