საქართველოს ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი 22 მაისს, 12:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე პრესკონფერენციას გამართავს, სადაც გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ეროვნული გუნდის საბოლოო შემადგენლობას დაასახელებს.
უეფა-ს აღმასკომის გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატზე გუნდებს განაცხადში 23-ის ნაცვლად, 26 ფეხბურთელის შეყვანის უფლება მიეცემათ.