ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილი: 16 წელია, NATO-ს ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ

ვინმე თუ ფიქრობს დედამიწაზე, ან საქართველოში, ან თუნდაც სადმე, რომ ნატო-ში ჩვენი გაწევრიანებისთვის ერთადერთი საკითხი არის ამ კანონის მიღება/არ მიღება, ან მიამიტია ან განზრახ მავნებლობს , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ, როდესაც საუბარია ნატო-ში გაწევრიანებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე, ამ საკითხში კითხვები საქართველოს მიმართ არ არის, რადგან „ნატოს ბევრ წევრ ქვეყანას ვუსწრებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით და საბრძოლო კონტრიბუციით“.

მისივე თქმით, დაპირება ჯერ კიდევ 2008 წელს მოგვცეს, გავიდა მის მერე 16 წელი და ამ ღია კარში ორპირ ქარში ვდგავართ უკვე 16 წელია.

„ჩვენ 2008 წელს მოგვცეს დაპირება, დათვალეთ, გავიდა მის მერე 16 წელი და ამ ღია კარში ორპირ ქარში ვდგავართ უკვე 16 წელია. მგონი, კითხვები ჩვენს მიმართ არ არის, როდესაც საუბარია ნატოში წევრობა - არ წევრობისთვის ძალისხმევაზე. ნატოს წევრ იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა აქტიურობენ, ჩვენთან მიტინგებზე გამოდიან, რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ჰყავდათ სამხედროები ავღანეთში, ისიც არასრულად, მაშინ, როცა ჩვენ ათას - კაციანი კონტინგენტი გვყავდა. რაც ამ ქვეყნებს ავღანეთში ჰყავდათ, ჩვენ იმდენი მარტო დავკარგეთ, დაგვეღუპა ავღანეთში. ნატოს ბევრ წევრ ქვეყანას ვუსწრებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით. ნახეთ საერთაშორისო კვლევები ნებისმიერი მიმართულებით. კორუფცია, დემოკრატია, კანონის უზენაესობა - ნებისმიერი ეს საკითხი ნახეთ, ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.