საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ამხანაგური მატჩი პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან გამართა.
„ჯვაროსნებმა“ მატჩი დამაჯერებლად ჩაატარეს და 3:1 გაიმარჯვეს.
პირველ ტაიმში, მე-10 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში გახსნა, მე-2 გოლი 34-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, მესამედ კი შეცვლაზე შემოსულმა ბუდუ ზივზივაძემ 83-ე წუთზე დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი და ანგარიში 3-ით 1-მდე გაზარდა.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი 18 ივნისს, გერმანიაში, თურქეთის წინააღმდეგ ექნება, 22 ივნისს ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას.