ევროპის რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს დღეს აიღებს. ევრო 2024-ი მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გერმანიისა და შოტლანდიის შეხვედრით გაიხსნება.
ორივე გუნდი მომავალ დაპირისპირებას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.
ფავორიტი გერმანიის ნაკრებია, რომელმაც ბოლო ხუთი შეხვედრიდან სამჯერ მოახერხა ბრიტანელების დამარცხება, ერთხელ შოტლანდიამ გაიმარჯვა, ერთ შემთხვევაში კი ფრე დააფიქსირა.
ევროპის ჩემპიონატის პირველმა შეხვედრამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, მატჩს 75 ათასი გულშემატკივარი დაესწრება. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან შოტლანდიელი ფანები.
გერმანიისა და შოტლანდიის შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.