საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მერვედფინალური მატჩი დაიწყო. საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
რაც შეეხება ესპანეთს - მის შემადგენლობაში არიან: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, კუკურელია, პედრი, როდრი, ფაბიან რუისი, იამალი, მორატა, უილიამსი.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა.