ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, შემადგენლობა ასე გამოიყურება:
გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
გადამწყვეტი თამაში გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.