ევრო 2024-ზე E ჯგუფის ფავორიტი ბელგიის ნაკრები სლოვაკეთთან 1-0 დამარცხდა. მე-7 წუთზე სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელმა, შრანციმ ანგარიში გახსნა და ეს ბურთი აღნიშნულ მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა.
ბელგიამ 57-ე და 87-ე წუთზე, ლუკაკუს გოლებით წინ გასვლა სცადა, თუმცა მსაჯმა არცერთი ჩათვალა და საბოლოო ანგარიში 1- 0 დაფიქსირდა.
სლოვაკეთი მომდევნო შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ 21 ივნისს, 17:00 საათზე გამართავს, 22 ივნისს კი ბელგია რუმინეთს 23:00 საათზე დაუპირისპირდება.