ევრო 2024-ის B ჯგუფის შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა ალბანეთი 2:1 დაამარცხა.
თამაშის დაწყებიდან 23-ე წამზე ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელმ, ნედიმ ბაირამიმ იტალიას გაუტანა და ეს იყო ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი.
თუმცა მე-11 წუთზე იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა, ბასტონიმ წონასწორობა აღადგინა და ანგარიში 1-1 გახდა.
რაც შეეხება იტალიის ნაკრების მეორე გოლს, რომელიც თამაშის გადამწყვეტიც აღმოჩნდა, მე - 16 წუთზე ბარელამ შეაგდო და იტალიის ნაკრები 2-1 დააწინაურა.
შემდეგ თამაშს იტალია 20 ივნისს, 23:00 საათზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს, რაც შეეხება ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს, ის 19 ივნისს, 17:00 საათზე ხორვატიას დაუპირისპირდება.